მსახიობები - Free movies

მთავარი »


ქრისტენ სტიუარტი დაიბადა ლოს–ანჟელესში(აშშ, კალიფორნიის შტატი). მისი ოჯახი ცოტა ხნით გადავიდა კოლორადოში საცხოვრებლად, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა ლოს–ანჯელესში, სადაც ქრისტენის მამა, ჯონ სტიუარტი, მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად, პროდიუსერად და უამრავი შუს დირექტორად ტელეარხზე «Fox». სტიუარტის პირველი გამოსვლა სცენაზე შედგა სკოლის საშობაო დადგმაში, რომელის დროს ის აგენტმა შეამჩნია. ის დაუკავშირდა გოგონას მშობლებს და შესთავაზა მისი ინტერესებისთვის მხარდაჭერას. თავიდან მშობლები ამ იდეის წინააღმდეგეები იყვნენ, თუმცა ქრისტენმა მათი დარწმუნება შეძლო და უკვე 8 წლის ასაკში დაიწყო სიარული მოსმენებზე. მისი დებიუტი ეკრანზე შედგა ერთი წლის შემდეგ დადგმაში 'ქალთევზის შვილი'(1999) ტელეარხზე «Disney Channel». უფრო სერიოზული როლი შეხვდა მას რამოდენიმე წლის შემდეგ როუზ ტროშის დამოუკიდებელ მელოდრამაში 'საგნების უსაფრთხოება'(2001), სადაც მან შეასრულა მარტოხელა დედის შვილის როლი.
ჰოლივუდის დიდ პროექტში სტიუარტი 2002 წელს მოხდა, როდესაც შეცვალა მსახიობი ჰეიდენ პანეტერიე დევიდ ფინჩერის 'შიშის ოთახში'. მიუხედავად ისეთი 'ვეტერანების' მონაწილეობის, როგორც ჯოდი ფოსტერი, ფორესტ უიტაკერი და პატრიკ ბაშო, სტიურტმა როლი წარმატებულად და დამარწმუნებლად შეასრულა.
'შიშის ოთახს' მოყვა დენის ქუეიდის და შერონ სტოუნის ქალიშვილის როლი კიდევ ერთ თრილერში მაიკ ფიგისის 'ეშმაკის სახლში'(2003). თუმცა აუდიტორიის რეზონანსი სუსტი აღოჩნდა. მსახიობის მომდევნო ნამუშევარი იყო კომედიაში მოზარდებისთვის 'აკრძალული მისია'(2004), რომელიც მისთვის პირველი მთავარი როლი გახდა; მანდ სტიუარტმა ითამაშა ალპინიზმით გატაცებული გოგონას როლი, რომელმაც ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა, მამისთვის საჩქარო ოპერაციის გასაკეთებლად. სურათი, ახალგაზრდა თაობამ კარგად მიიღო და საშუალება მისცა სტიუარტს არა მარტო ჩვეული დრამატული, არამედ კომედიური ნიჭიც გამოეჩინა. მომდევნო ფილმი სტიუარტის მონაწილეობით 2004 წელს გამოვიდა და ეს გახდა ფსიქოლოგიური დრამა 'წყალქვეშა დინება', რომელიც ცნობილი რეჟისორის დევიდ გორდონ გრინის, ტერენს მალიკის, რომელიც პროდიუსერის როლში გამოვიდა, და ასეე მსახიობების ჯემი ბელის, ჯოშ ლუკასის და დერმოტ მალრუნის მონაწილეობის მიუხედავად, თითქმის კინოგაქირავების გარეშე დარჩა.
სტიუარტის მომდევნო ფილმი გახდა 'თქვი'(2004) – ლორი ხოლს ანდერსონის რომანი–ბესტსელერი. ამ ფილმმა მას საშალება მისცა ძალიან რთული როლი ეთამაშა. მისი გმირი, მელინდა, სკოლის მოსწავლეა, რომელმაც თითქმის შეწყვიტა ურთიერთობა ადამიანებთან იმის შემდეგ, რაც უფროსკლასელმა გააუპატიურა, მაგრამ არ კარგავს სადონკიუკული კომენტარების ნიჭს. სტიუარტმა თავი წარმატებულად გაართვა სირთლეებს, რომლებიც მისი გმირის ხასიათში იყო. სამწუხაროდ ფილმი კინოგაქირავებაში არ გამოსულა, მაგრამ მოკლე ვარიანტში ნაჩვენები იყო ტელევიზიაზე და ტელეარხებზე «Showtime» и «Lifetime».

ჯონ ფავრეს ფილმი 'ზატურა'(2005) გადაღებული იყო კოსმიური ფენტეზის ჟანრში, და იმის მიუხედავად, რომ ფილმში მას გაყინავენ და ის დიდი ხნის მანძილზე იატაკზე ატარებს გაუნძრევლად, ქრისტენს კვლავ ეძლევა შანსი თავისი კომიური ნიჭის ჩვენების მუდამ გაბრაზებული ჯოს ხატჩერსონის და იონ ბობოს დის როლში. იმის მიუხედავად, რომ 'ზატურა' კრიტიკოსებს მოეწონათ, ფილმმა ძალიან მცირე ბოქს ოფისი შეაგროვა. სტიუარტმა ასევე მონაწილეობა მიიღო მთავარ როლში კანადურ მსახიობის და რეჟისორის გრიფინ დანას სურათში 'სასტიკი ადამიანები'.

ფილმოგრაფია

1 ბინდი.საგა.აისი:ნაწილი 2 / The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 2 (2012)

2 ბინდი.საგა.აისი:ნაწილი 1 / The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 1 (2011)

3 ბინდი საგა.ეკლიფსი / The twilight saga. Eclipse (2010)

4 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რაილისთან / Welcome to the Rileys (2010)

5 რანევეისი / The Runaways (2010)

6 ბინდი საგა.ახალი მთვარე / The Twilight Saga: New Moon (2009)

7 დასვენების პარკი / Adventureland (2009)

8 ბედნიერების ყვითელი ცხვირსახოცი / The Yellow Handkerchief (2008)

9 ბინდი / Twilight (2008)

10 ერთხელ ჰოლივუდში / What Just Happened? (2008)

11 ველურ პირობებში / Into the Wild (2007)

12 წარგზავნილები / The Messengers (2007)

13 ქალთა ქვეყანაში / n the Land of Women (2006)

14 ზატურა–კოსმიური თავგადასავალი / Zathura- A Space Adventure (2005)

15 აკრძალული მისია / Catch That Kid (2004)

16 ილაპარაკე / Speak (2004)

17 წყალქვეშა დინება / Undertow (2004)

18 ეშმაკის სახლი / Cold Creek Manor (2003)

19 შიშის ოთახი / Panic Room (2002)



რეიტინგი: 3.7/3
გადმოწერილია: | ნანახია1222 | დაამატა: VaTeL
სულ კომენტარები: 0
Нажмите клавишу ввод, чтобы опубликовать свой комментарий.


ნავიგაცია

ანიმაციური
ბიოგრაფია
დეტექტივი
დოკუმენტური
დრამა
ეროტიული
ვესტერნი
ისტორიული
კომედია
კრიმინალური
მელოდრამა
მიუზიკლი
მოკლემეტრაჟიანი
მუსიკალური
მძაფრ-სიუჟეტიანი
პაროდია
რომანტიული
რუსული
სათავგადასავლო
სამეც-ფანტასტიკა
საომარი
საოჯახო
საშინელება
სერიალი
სპორტული
ტრილერი
ფანტასტიკა
პატრიოტული
კონცერტი
სხვა...

რეკლამა


E-mail:
პაროლი:


პოპულარული



მეგობრები

WWW.ANY.GE ონლაინ სერვისები
ერთი 'პატარა გოგს' ბლოგი...
პროგნოზები
შენი ლინკი აქ!

მთვლელი

baneri.in WAY OF DEVELOP!
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0