მსახიობები - Free movies

მთავარი »


ანჯელინა ჯოლი – ვოიტი დაიბადა 4 ივნის 1975 წელს. მისი მშობლები – ცნობილი მსახიობი ჯონ ვოიტი, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა 1978 წელს როლისთვის სურათში 'სახლში დაბრუნება' და ყოფილი მოდელი მარსელინა ბერტრანი – განქორწინდნენ, როდესაც გოგონა მიახლოვებით ორი წლის იყო. მალევე დედა ანჯელინასთან და მის უფროს ძმასთან ჯეიმსთან ერთად ნიუ–იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჭორებისგან და მონათქვამებისგან შორს. ისინი სიღარიბეში ცხოვრობდნენ, თუმცა ადამიანები დარწმუნებულებ იყვნენ, რომ მსახიობის ოჯახს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა დასტინ ხოფმანთან ერთად ფილმში 'Midnight Cowboy', ფული თავსაყრელად უნდა ქონოდა. ანჯელინა ჯოლი ცხრა წლის ასაკში პირველად წაიყვანეს გასვენებაში– მისი ბაბუა გარდაიცვალა. გოგონა გაოგნებული იყო ამ ცერიმონიით – სამგლოვიარო კოსტუმები, ყვავილები საფლავზე, სევდიანი მუსიკა. მას მოეჩვენა, რომ ქვეყანაზე ამაზე მშვენიერი არაფერია! და იმ დროიდან მან მხოლოდ შავი ტანსაცმლის ტარება დაიწყო, სასაფლაოებზე სეირნობა და ბალზამირების ხელოვნებაზე წიგნების წაკითხვა. და ოცნებობდა ის ახლა არა სამსახიობო ცნობილებაზე, არამედ სამგლოვიარო ბიუროს მეპატრონეობაზე... ანჯელინა ჯოლიმ ცამეტი წლის ასაკიდან დაიწყო თავისი ცნობილი ცივი იარაღის კოლექციის შეგროვება – დანების, თოთხმეტი წლის ასაკში კი სახლში მეგობარი ბიჭი მოიყვანა, რომელთანაც ერთად 2 წელი იცხოვრა. მაგრამ ანჯელინას სიკვდილთან თამაშის მუდმივმა სურვილმა, დანებთან ექსპერემენტების ჩატარებამ (მისი ხელები სულ ჭრილობებში იყო) ბოლოს და ბოლოს მის ბოიფრენდს თავი მოაბეზრეს. თექვსმეტი წლის ასაკში ის კინაღამ დაიღუპა, ექიმებმა ის ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს – სახიფათო თამაში დასრულდა ძილის არტერიის უზარმაზარი ჭრილობით... და ზუსტად მაშინ წავიდა მისგან მისი მიგობარიც. იმ დროს მოსაგონებლად ანჯელინას სხეულზე უამრავი სვირინგი დარჩა იაპონური იეროგლიფების, ჯვრების და დრაკონების გამოსახულებით. ანჯელინა ჯოლიმ ადრე დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. დარბოდა მოსმენებზე, სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა, ცნობილ მუსიკალურ ჯგუფებთან ჩანაწერებს ამზადებდა. და ყველგან როგორც ჯოლი წარმოიდგენდა თავს – მამასთან არანაირი კავშირი მას არ სურდა. მისი პირველი დიდი როლი იყო ფილმი 'კიბორგი 2: შუშის ჩრდილი'. მაგრამ, როდესაც საკუთარი თავი იხილა ამ ფილმში, უზარმაზარი ზიზღის გრძნობა განიცადა. და კვლავ მასზე ამ ფაქტმა მძიმედ იმოქმედა... სიკვდილი მას კვლავ ძველებურად ეჩვენებოდა ბევრად უფრო მშვენიერ და მიმზიდველ, ვიდრე უგემური და მოსაწყენი ცხოვრება. მაგრამ მაინც ამ ცხოვრებასთან ანგარიშწორება მან ვერ გაბედა. და მაშინ ანჯელინამ გადაწყვიტა დაქირავება... პროფესიონალი ქილერის, რომ მას ის მოეკლა... მას საოცრად გაუმართლა, რადგან ამ ადამიანის სახით ის საკუთარ მფარველი–ანგელოზს შეხვდა. 'ვინ იცის, ცხოვრება ისეთი ცვლილებადია! იქნებ, უკვე მალე შეიცვლება ყველაფერი და შენ სიცოცხლის სურვილი გაგიჩნდება!' – ამ საყვარელმა და ძალიან სიმპატიურმა 'პროფესიონალმა' შეძლო გოგონას გადარწმუნება და ფულის გამორთმევაზეც უარი უთხრა. მეტი მას ის არასოდეს უნახავს... წინასწარმეტყველება ახდა. დედამ დაარწმუნა ის არ გადაეგდო მომდევნო გამოგზავნილი სცენარი, და მალევე ანჯელინა აღმოჩნდა ფილმი 'ხაკერების' გადასაღებ მოედანზე. რა თქმა უნდა სრული სისულელე, რაღაცა კომპიუტერების შესახებ – მოკლედ, კინო თინეიჯერებისთვის. სამაგიეროდ ის გადაღებებზე ახალგაზრდა ინგლისელ მახიობს შეხვდა ჯონი ლი მილერს. მათ ერთმანეთი პირველი შეხედვიდან შეუყვარდათ. ჯონის მისი ნახევარი სიტყვიდან ესმოდა. მათი ქორწილი დიდი ხნით დაამახსოვრდა ყველას. ახალგაზრდები ეკლესიაში შავ შარვლებში და თეთრ მაისურებში გამოჩნდნენ. პატარძალს ზურგზე საქმროს სახელი იყო დაწერილი სისხლით. როდესაც ანჯელინა ჯოლი ჯონის გაყვა ცოლად, მან ცხოვრებას და კინოს გემო გაუგო, დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა უამრავ გადაღებებში. სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში გადაღებების გამო მათ არც ისე ბევრი დრო გაყავდათ ერთად. ზუსტად ამიტომაც ანჯელინას ჯონის კომპიუტერული თამაშების სიყვარულმა გაღიზიანება დაუწყო, განსაკუთრებით მისმა ყველაზე საყვარელმა... განსაკუთრებით ქმრის საყვარელმა თამაშმა – 'ლარა კროფტი'. მოკლედ ქორწინება მხოლოდ ნახევარი წელი გრძელდებოდა. ამბობენ, რომ წლების შემდეგ ანჯელინა ჯოლი დათანხმდა როლზე, რომელმაც ის სუპერვარკვლავად აქცია, ბლოკბასტერში გადაღებუის ამ კომპიუტერული თამაშის მოტივებზე. ანჯელინას ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სამსახიობო სამუშაოს მიმართ. ამიტომაც როდესაც მან ფსიქოლოგიურ დრამაში ითამაში 'ჯია', სადაც იტალიური მოდელის როლიშეასრულა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული, ნაჯელინამ გადაწყვიტა თავზე სპეციალური საკრავი არ დაედო, არამედ თავი გადაეპარსა... მან კატეგორიული უარი სთქვა ფილმში 'ჩარლის ანგელოზები' მონაწილეობაზე, მაგრამ დათანხმდა როლზე ფილმში 'Gone in Sixty Seconds' ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით. 45 წლის ბილი ბობ ტორნტონს, ასევე სკანდალური ჰოლივუდის ქრონიკების მუდმივ გმირს, მეგობრები ხშირად ეუბნებოდნენ: 'შენ აუცილებლად უნდა გაიცნო ეს მსახიობი. მას ანჯელინა ჯოლი ჰქვია. თქვენ უბრალოდ შექმნილები ხართ ერთმანეთისთვის.' ისინი შეხვდნენ ფილმის 'Pushing Tin' გადაღებებზე და მაშინათვე ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ დროიდან ისინი სცდილობდნენ ერთმანეთს არ გაშორებულიყვნენ, თმცა ვერც აფიშირებდნენ თავის ურთიერთობებს: ბილი უკვე იყო დანიშნული მსაიობთან ლორა დერნთან, ანჯელინას კი ჯერ ჯონისთან განქორწინება უნდა გაეფორმებინა. პირველად საზოგადოებაში ისინი გამოჩნდნენ 2000 წლის მარტში, როდესაც ანჯელინა ოსკარით დაჯილდოვდა მეორე ხარისხოვანი როლისთვის ფილმიში ' შეწვეტილი სიცოცხლე'. ქორწილი კი ლას ვეგასში ითამაშეს. ცერიმონიაზე, რომელიც მათ 189 დოლარი დაუჯდათ, ისინი მოვიდნენ, რა თქმა უნდა, ჯინსებში და მაისურებში... ახალდაქორწინებულები მართლაც ერთმანეთს უზომოდ უხდებოდნენ და ერთმანეთის ესმოდათ. მათ არასოდეს გაუკეთებიათ ერთმანეთისთვის ბანალური საუქრები. მაგალითად ბილიმ საყვარელ ქალს ერთხელ აჩუქა პატარა ღორი მისს ფიგი, ჯოლიმ კი საპასუხოდ მას 10 ათას დოლარად ლაკის საბილიარდო მაგიდა. მაგრამ მათი იდილია კინომ დაამსხვრია. ამ ჯერად ანჯელინას მოუწია მონაწილეობა ფილმში 'საზღვრის მეორე მხარეს', სადაც საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლის როლი შეასრულა. გადაღებების მერე ანჯელინა აფრიკაში გაემგზავრა კომბოჯაში . სადაც მსახიობი იმდენად გაოგნებული იყო ნანახით, რომ მილიონი დოლარი გადარიცხა ერთერთ ბავშთა თავშესაფარში. ამ თავშესაფარში მან ნახა პატარა ბავში და დაიფიცა, რომა მაც იქიდან წაიყვანდა. მან მოახერხა ბილის დარწმუნებაც მასთან ერთად კომბოჯაში გაფრენილიყო, თუმცა ის, როგორც ცნობილია თვითმფრინავებს ვერ იტანს. ის უკვე მაშინ არ იყო დიდათ კმაყოფილი ამ იდეით, მაგრამ ნახევარი წლის მანძილზე, სანამ ქაღალდებს აფრომებდნენ, ამბობდა, რომ არ არის წინააღმდეგი ოჯახის გაფართოვებაზე. თან ანჯელინამ ხელი მოაწერა იმ დროს 'ლარა კროფტის' კიდევ ორ სერიაში მონაწილეობაზე და იძულებული იყო სამი წლის განმვლობაში ბავში არ გაეჩინა. მაგრამ, როდესაც მათ სახლში რვა თვის ბავშვი გაჩნდა, სახელად მედოქსი, ყველაფერი შეიცვალა. ის სულ ბავშთან ატარებდა დროს და სულ დაივიწყა მოსიყვარულე მეუღლის ვალდებულებებზე. ღამითაც ბავშს მათთან ერთად ეძინა. მოკლედ მათი ქორწინებაც დასასრულს მოუახლოვდა ძალიან მალე.

ფილმოგრაფია

1 კუნგ–ფუ პანდა 2 / Kung Fu Panda 2 (2011)

2 სოლტი / Salt  (2010)

3 ტურისტი / The Tourist  (2010)

4 კუნგ–ფუ პანდა / Kung Fu Panda  (2008)

5 შეცვლა / Changeling (2008)

6 ძალიან სახიფათოა! / Wanted  (2008)

7 მისი გული / A Mighty Heart  (2007)

8 ბეოვულფი / Beowulf (2007)

9 ცრუ ცდუნება / The Good Shepherd (2006)

10 მისტერ და მისის სმიტები / Mr. and Mrs. Smith (2005)

11 ალექსანდრე / Alexander (2004)

12 ზეციური კაპიტანი და მომავლის სამყარო / Sky Captain and the World of Tomorrow (2004)

13 სიცოცხლეზე მონადირე / Taking Lives (2004)

14 წყალქვეშა საძმო / Shark Tale  (2004)

15 ლარა კროფტი 2 / Lara Croft Tomb Raider– The Cradle of Life  (2003)

16 საზღვრის მიღმა / Beyond Borders (2003)

17 ცხოვრება ან რაღაც მაგდაგვარი / Life or Something Like It (2002)

18 ლარა კროფტი / Lara Croft– Tomb Raider  (2001)

19 ცდუნება / Original Sin (2001)

20 გატაცება სამოც წამში / Gone in 60 seconds (2000)

21 შეწყვეტილი ცხოვრება / Girl Interrupted  (1999)

22 შიშის ძალაუფლება / The Bone Collector (1999)

23 სიყვარულის შეცდომები / Playing by Heart (1998)

24 ჯია / Gia  (1998)

25 ჯოჯოხეთის სამზარეულო /  Hell's Kitchen (1998)

26ნამდვილი ქალები /  True Women  (1997)

27 ჰაკერები / Hackers  (1995)


რეიტინგი: 4.3/6
გადმოწერილია: | ნანახია1373 | დაამატა: avto
სულ კომენტარები: 0
Нажмите клавишу ввод, чтобы опубликовать свой комментарий.


ნავიგაცია

ანიმაციური
ბიოგრაფია
დეტექტივი
დოკუმენტური
დრამა
ეროტიული
ვესტერნი
ისტორიული
კომედია
კრიმინალური
მელოდრამა
მიუზიკლი
მოკლემეტრაჟიანი
მუსიკალური
მძაფრ-სიუჟეტიანი
პაროდია
რომანტიული
რუსული
სათავგადასავლო
სამეც-ფანტასტიკა
საომარი
საოჯახო
საშინელება
სერიალი
სპორტული
ტრილერი
ფანტასტიკა
პატრიოტული
კონცერტი
სხვა...

რეკლამა


E-mail:
პაროლი:


პოპულარული



მეგობრები

WWW.ANY.GE ონლაინ სერვისები
ერთი 'პატარა გოგს' ბლოგი...
პროგნოზები
შენი ლინკი აქ!

მთვლელი

baneri.in WAY OF DEVELOP!
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0