მსახიობები - Free movies

მთავარი »


ალ პაჩინო 25 აპრილს 1940 წელს დაიბადა ნიუ–იორკში. მისი დედა–როზი დიასახლისი იყო, მამა–ალფრედი კი სადაზღვეო კომპანიის რიგითი თანამშრომელი. მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, როდესაც ალ პაჩინო ორი წლის იყო. როზი გადავიდა საცხოვრებლად თავის მშობლებთან, ქეით და ჯეიმს ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. ის გამყიდველად მუშაობდა და ჰქონდა საკუთარი რესტორანი სახელად 'Pacino's Lounge', რომელიც დაიხურა 1992 წელს. პატარა პაჩნო საკმაოდ მგრძნობიარე ბავშვი იყო, შვიდი წლის ასაკამდე მას გარეთ მარტოს გასვლის უფელვას არ აძლევდნენ, ერთადერთი გართოვა ადგილობრივი კინოთეატრი იყო, რომელშიც ისინი დედასთან ერთად დადიოდნენ საღამოობით. დღისით კი, ბებიას ჩაბარებული ალფრედო უყვებოდა მას ფილმის შინაარს რამოდენიმე პირისგან.
სკოლის დამრიგებლებმა შეამჩნიეს, რომ სპორტი და ქუჩის ცხოვრება უფრო მეტად იზიდავენ ახალგაზრდა ალს, ვიდრე სწავლა და გადაწყვიტეს მოზარდი სკოლის თეატრის დადგმებში მიეწვიათ. 14 წლის ასაკში ალ პაჩინო მონაწილეობს ჩეხოვის ნაწარმოების 'თოლიას' დადგმაში ელსმეროვის თეატრში და გადაწყვეტს გადასვლას შესრულების ხელოვნების კოლეჯში. თუმცა სწავლისას ალ პაჩინომ მოახერხა ყველა საგნის ჩაგდება, ინგლისურის გარდა და 17 წლისას ყველანაირი დანანების გარეშე დატოვა კოლეჯი.
პაჩინო უამრავ პროფესიას გამოცვლის – ბიბლიოთექრისგან დაწყებულს კურიერით დამთავებულს, საღამოობით კი სამსახიობო ხელოვნების კურსებზე ივლის. შემდეგ ის ჩაეწერება გერბერტ ბერგოფის სტუდიის პრესტიჟულ კურსებზე, 1966 წელს კი ლი სტრასბერგის ყველაზე ავტორიტეტულ სამსახიობო სკოლაში დაიწყებს სწავლას.
1968 წელს მსახიობს პრემიით 'ობი' დააჯილდოვებენ, როგორც 1967–1968 წლების სეზონის საუკეთესო თეატრალური შემსრულებელი. კრიტოკოსების ქებამ პაჩნოს დიდი კინოს სამყუაროში გაუღეს კარები. მისი პირველ ფილმები იყო – 'Me, Natalie' და 'The Panic in Needle Park'. ფილმში'The Panic in Needle Park'(1971), ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრანცის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა 1972 წლიდან დაიწყო, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ ნათლიმამაში. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმმა 'Serpico', სადაც მთავარი როლი შეასრულა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს'The Godfather: Part II'. 1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: 'Dog Day Afternoon' და 'Bobby Deerfield' და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოთხი ოსკარის ნომინაცია 'საუკეთესო შესრულებისთვის' ფილმებში 'Serpico' , 'The Godfather: Part III', 'Dog Day Afternoon' და 'And Justice for All'. ალ პაჩინო აგრძელებს თავის წარმატებულ კარიერას. მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის 'Richard III'.
1980 წელს მსახიობი სერიოზულ პირად კრიზისს გადაიტანს, პროფესიონალურ სარბიელზე წარუმატებლობა ალკოჰოლურ დამოკიდებულებას გამოიწვევს, სამი წლის განმავლობაში პაჩინო ეკრანებზე არ გამოჩნდება და ბევრმა ის წასრულს ჩააბარა, როგორც მსახიობი, ჰოლივუდში ჭირები დადიოდა, რომ პაჩინო საერთოდ გალოთდა.
მისი კარიერა რა თქმა უნდა მკვეთრად დაეცა ამ წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში ზღვით 'Cruising' და 'Author! Author!', საკამათო იყო თუმცა მთავარი როლი ამ ორ ფილმში მაინც მას დარჩა. მიუხედავათ ამისა, 1983 წელს, ბრაიან დეპალმას ფილმში 'Scarface', ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ შემდეგ მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია 'საუკეთესო შესრულებისთვის', ფილმისთვის 'Scarface'.
როდესაც პაჩინო საბოლოოდ გადალახავს ალკოჰოლურ დამოკიდებულებას, 90 წლებში ის ტრიუმფალურად დაბრუნდება ეკრანებზე ფილმში 'Sea of Love'. და კინოაკადებია მას რიგით მეშვიდე ნომინაციაზე წარადგენს პაჩნოს და 'ოსკარით' დააჯილდოვებს საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში 'Scent of a Woman'.
996 წელს პაჩინოს სარეჟისორო დებიუტი შედგა – ნახევრადდოკუმენტალურ ლენტაში 'Looking for Richard'. და დღემდე მსახიობი აოცებს და ახარებს თაყვანისმცემლებს თავისი ვირტუოზული ხელოვნებით.
ერთხელ მან თქვა:'მე მსახიობობისთვის გავჩნდი'.
თამაშს იმდენი დრო დაუთმო, რომ პირად ცხოვრებას ადგილი აღარ დაუტოვა.

2001 წლის იანვარში, ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ კლინიკაში 46 წლის მსახიობი ბევერლი და ანჯელო პირველად დედა გახდა. ფეხმძიმობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პრესა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. ტყუპების - ოლივოს და ანტონის ბედნიერი მამა ალ პაჩინოა. პრესაში პოპულარური გახდა სათაური: 'ნათლიმამა სამოცი წლის ასაკში მამა გახდა'. რატომ ასე სოლიდურ ასაკში? ალ პაჩინომ უპასუხა: 'არც ერთ ქალთან მიგრძვნია თავი ასე კომფორტულად. სხვებს არ ესმოდათ, რომ განმარტოება ჩემთვის აუცილებელია. ბევერლი ცოტაოდენ თავისუფლებას მიტოვებს...'

ფილმოგრაფია

1  სახიფათო კვარტალი / The Son of No One (2011)

2  ჯეკი და ჯილი / Jack and Jill (2011)

3  შენ ჯეკს არ იცნობ / You Don't Know Jack (2010)

4  მკვლელობის უფლება / Righteous Kill (2008)

5  88 წუთი / 88 Minutes (2007)

6  ოუშენის 13 მეგობარი / Ocean's Thirteen (2007)

7  ფული ორისთვის / Two For The Money (2005)

8  ვენაციელი ვაჭარი / The Merchant of Venice (2004)

9  ანგელოზები ამერიკაში / Angels in America (2003)

10 ახალბედა / The Recruit (2003)

11 ჯილი / Gigli (2003)

12 საჭირო ხალხი / People I Know (2002)

13 სიმონა / S1m0ne (2002)

14 უძილობა / Insomnia (2002)

15 ჩინური ყავა / Chinese Coffee (2000)

16 თავისიანი / The insider (1999)

17 ნათლიმამა 3 / The Godfather 3 (1999)

18 ყოველი კვირა დღე / Any Given Sunday (1999)

19 დონი ბრასკო / Donnie Brasco (1997)

20 ეშმაკის ადვოკატი / The Devil's Advocate (1997)

21 მერია / City Hall (1996)

22 ოცდახუთცენტიანი / Two Bits (1995)

23 შეტაკება / Heat (1995)

24 კარლიტოს გზა / Carlito's Way (1993)

25 ქალის სურნელი / Scent of a Woman (1992)

26 გლენგარი გლენ როსი / Glengarry Glen Ross (1992)

27 ფრენკი და ჯონი / Frankie and Johnny (1991)

28 ადგილობრივი სტიგმატიკი / The Local Stigmatic (1990)

29 დიკ თრეისი / Dick Tracy (1990)

30 სიყვარულის ზღვა / Sea of Love (1989)

31 რევოლუცია / Revolution (1985)

32 ნაიარევი სახე / Scarface (1983)

33 მაძიებელი / Cruising (1980)

34 სამართალი ყველასათვის / And Justice for All (1979)

35 ვალად ცხოვრება / Bobby Deerfield (1977)

36 ძაღლური შუადღე / Dog Day Afternoon (1975)

37 ნათლიმამა 2 / The Godfather 2 (1974)

38 საფრთხობელა / Scarecrow (1973)

39 სერპიკო / Serpico (1973)

40 ნათლიმამა / The Godfather (1972)

41 პანიკა ნიდლ პარკში / The Panic in Needle Park (1971)


რეიტინგი: 5.0/1
გადმოწერილია: | ნანახია743 | დაამატა: addict
სულ კომენტარები: 0
Нажмите клавишу ввод, чтобы опубликовать свой комментарий.


ნავიგაცია

ანიმაციური
ბიოგრაფია
დეტექტივი
დოკუმენტური
დრამა
ეროტიული
ვესტერნი
ისტორიული
კომედია
კრიმინალური
მელოდრამა
მიუზიკლი
მოკლემეტრაჟიანი
მუსიკალური
მძაფრ-სიუჟეტიანი
პაროდია
რომანტიული
რუსული
სათავგადასავლო
სამეც-ფანტასტიკა
საომარი
საოჯახო
საშინელება
სერიალი
სპორტული
ტრილერი
ფანტასტიკა
პატრიოტული
კონცერტი
სხვა...

რეკლამა


E-mail:
პაროლი:


პოპულარული



მეგობრები

WWW.ANY.GE ონლაინ სერვისები
ერთი 'პატარა გოგს' ბლოგი...
პროგნოზები
შენი ლინკი აქ!

მთვლელი

baneri.in WAY OF DEVELOP!
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0